ორი ადამიანია დაშავებული ბათუმი ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთა მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთ-ერთი მათგანი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთამენთს მაზდას, ჰონდასა და ფორდის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს. გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.