ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არ ფიქსირდება - სეს

23 აგვისტო 2022, 15:10 742 ნახვა

ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არ ფიქსირდება,- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არც ერთ ნიმუშში არ გამოვლენილა.

"სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 100-მდე ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში