რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 3,5 ათასი ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტმა ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელზეც დამოუკიდებლობის დღისთვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ხარკოვში ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. ამ ერთმა დარტყმამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასეთი დარტყმები კი 180 დღეა არ წყდება.