ხვალ „კოლხობა“ გაიმართება

23 აგვისტო 2022, 11:35 834 ნახვა

ხელვაჩაურში სახალხო დღესასწაულისთვის ემზადებიან. „კოლხობა“ ხვალ სარფში ზღვის სანაპიროზე გაიმართება.

დაგეგმილია გამოფენა, წარმოდგენილი იქნება რეწვის ოსტატების ნამუშევრები. გაიმართება კოსტიუმირებული პერფომანსი.

ღონისძიებაში მუსიკალური ჯგუფები და ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. საღამოს კი ლაშა ღლონტის კონცერტი გაიმართება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი