ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობს

23 აგვისტო 2022, 10:15 599 ნახვა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის სტარტზე სამივე პარტია მოიგო და ტურნირს ლიდერობს.

ძაგნიძემ პრაღაში მიმდინარე ტურნირზე თეთრი ფიგურებით სომეხი მარია გევორგიანი და ბერძენი სტავრულა ცოლაკიდუ დაამარცხა, შავებით კი ისრაელის ნაკრების წევრ დინა ბელენკაიას სძლია.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია იცავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი