"კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ "რომასთან“ მატჩის 0:1 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. სპეციალისტმა ლუკა ლოჩოშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი თამაშით კმაყოფილია.
"ლუკა კარგი ფეხბურთელია. მან "ოლიმპიკოზე“ დიბალას წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა. ვარჯიშებზე დღითიდღე მომატება სჭირდება, მაგრამ მისით კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ალვინიმ.
ლუკა ლოჩოშვილმა "სერია ა"-ს მეორე ტურში "რომას“ წინააღმდეგ 84-ე წუთამდე ითამაშა და მის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ლუკას თამაში იტალიურმა მედიამაც დადებითად შეაფასა.
სხვადასხვა გამოცემებმა 24 წლის ქართველ მცველს 7 და 6.5 ბალი დაუწერა.
მომდევნო ტურში მასიმილიანო ალვინის გუნდი შინ "ტორინოს“ უმასპინძლებს.