ახლა კი გიამბობთ გმირულად დაღუპული ბათუმელი მებრძოლის პაატა მამრიკიშვილის შესახებ, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა.19 წლის იყო, თუმცა ასაკის მიუხედავად საკუთარი სურვილით, ერთ-ერთ ყველაზე რთულ, ტყვეთა გაცვლის საპასუხისმგებლო მისიაში ჩაერთო. სამწუხაროდ მისი ეს გადაწყვეტილება საბედისწერო აღმოჩნდა.ტყვეების გამოსახსნელად წასულ მამრიკიშვილს მტერი ჩაუსაფრდა, სწორედ ამ დროს დაიჭრა ახალგაზრდა მებრძოლი სასიკვდილოდ.