თეიმურაზ კობახიძის პერსონალური გამოფენა ბათუმის ხელოვნების მუზეუმში. თეიმურაზ კობახიძე მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ხელოვნების - ხეზე კვეთის ოსტატია. ნამუშევრებს შორისაა თბილისის უბნები, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი,ნამუშევრების ნაწილი ასევე ეძღვნება რელიგიურ თემატიკას. ხელოვანი ხეზე კვეთით 2010 წლიდან დაინტერესდა. ხელოვანს ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა-გაყიდვა. ბათუმში გამოფენა-გაყიდვა მუზეუმში კიდევ ორი დღე გაგრძელდება.