ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა დამტკიცდა

22 აგვისტო 2022, 15:15 1133 ნახვა

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა დამტკიცდა.

ბათუმის ბულვარს, ქალაქის მთავარ სავიზიტო ბარათს, პირველად ისტორიის განმავლობაში, აქვს დაცვისა და განაშენიანების გეგმა, რომელიც მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და კულტურული ღირებულებების შენარჩუნებისა და განვითარების გარანტია.

განაშენიანების გეგმა მოაწესრიგებს ბულვარში არსებულ გამოწვევებს და მომავალში ვერავინ შეძლებს უხეშ ჩარევას ბულვარის განვითარებაში“, - წერს თორნიკე რიჟვაძე.

ცოტა ხნის წინ, ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენერალური გეგმა დაამტკიცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი