საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ორი ვერცხლის მედლით დაასრულა.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ნიკოლოზ ბროლაძე (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) გახდნენ.
ნიკამ ფინალამდე იაპონელი, ხორვატი, ფინელი და ირანელი სპორტსმენები დიდი სხვაობით დაამარცხა, თუმცა ფინალურ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ კანან აბდულაზადესთან 1-4 დამარცხდა.
აჩიკომ ჯერ ჩეხ, შემდეგ ინდოელ, ხოლო ნახევარფინალში უკრაინელ მეტოქეებთან გაიმარჯვა. ოქროს მედლისთის ბრძოლაში კი ირანელ ალირეზა მოჰმადიპიანისთან დამარცხდა - 1-9.
ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა რომეო ბერიძე, თუმცა რეპეშაჟში დამარცხდა.
საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა 42 ქვეყანას შორის გუნდური მე-7 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.