კვარაცხელიამ ორი გოლი გაიტანა, “ნაპოლი" ისევ დიდი ანგარიშით იგებს

21 აგვისტო 2022, 22:22 1990 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ "მონცასთან" შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და გუნდს მოგებაში დაეხმარა.

"სერია ა"-ს მეორე ტურის შეხვედრაში "ნაპოლიმ"  "სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე" "მონცას" უმასპინძლა და 4-0 დაამარცხა.

35-ე წუთზე შორეული დარტყმით კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა და გუნდი წინ გაიყვანა.

პირველი ტაიმის ბოლოს კი ანგისას გადაცემის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა და "ნაპოლიმ" ტაიმი 2-0 მოიგო. მეორე ნახევარში ნეაპოლელები კვლავ აქტუალურები იყვნენ.

62-ე წუთზე კვარაცხელიამ ბურთი მოიღო, მეტოქის საჯარიმოში მცველებს გვერდი აუარა და ძილერი დარტყმით დუბლი გაიფორმა.

მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 70-ე დაასვენა და მის ნაცვლად ელმასი შემოიყვანა.

მატჩის მიწურულს კი კიმ მინ-ჯემ საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.
ამ დროისთვის იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირდირთა გათამაშების ცხრილს 3 გოლით და 1 საგოლე გადაცემით ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ სადებიუტო მატჩში ხვიჩამ გოლი და საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომდევნო ტურში 28 აგვისტოს "ნაპოლი" გასვლაზე "ფიორენტინას" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი