მახვილაურში 13 ოჯახი ავარიული სახლიდან გაყვანას ითხოვს

20 აგვისტო 2022, 14:43 2305 ნახვა

ბათუმში, მუსხელისშვილის ქუჩაზე ავარიულ სახლში მცხოვრები 12 ოჯახი თანახმაა განსახლებაზე, თუმცა ერთი ოჯახი წინააღმდეგია. მეზობლები ამბობენ, რომ სახლი, რომლის ავარიულ მდგომარეობას სამხარაულის დასკვნაც ადასტურებს,  სასწრაფოდ უნდა დატოვონ. 

ერთ-ერთი ოჯახი კი  ბათუმის მერიას არ ენდობა, შესაბამისად უარს ამბობს  სახლის დატოვებაზე, ამიტომ,  შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად მეზობლები ბათუმის  მერიას 12 ოჯახის დაუყოვნებლივ გაყვანას სთხოვს.

მერიის მუნიციპალური  სერვისების სააგენტოში გვითხრეს, რომ  ოჯახების უსაფრთხო ადგილას, ქირით გაყვანას  მომავალი კვირიდან  შეძლებენ, თუმცა პრობლემურია ერთი ოჯახის საკითხი, მერიას კი მოქალაქის კერძო საკუთრებიდან იძულებით გაყვანის ბერკეტი არ აქვს.

 გამოსახლების წინააღმდეგია, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე თუმცა დანარჩენი 12 ოჯახის რისკის შემცველ გარემოში დატოვებაც დაუშვებლად მიაჩნია. 

საპროტესტო აქციაზე არ იმყოფებოდა ოჯახი, რომელიც მეზობლების თქმით, განსახლების წინააღმდეგია, მას ჩვენი გადამღები ჯგუფი ვერ დაუკავშირდა.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი