საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის 2016 წლის ანგარიში

13 იანვარი 2017, 00:00 3879 ნახვა

“ჰუმან რაითს ვოჩი” ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მოხსენებაში საუბარია საქართველოზეც. ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახურის მიერ მობილურ ოპერატორებზე წვდომა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ზღუდავს. მოხსენებაში საუბარია სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე. ნათქვამია, რომ საქართველოს სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებისთვის ეფექტური მექანიზმი არ აქვს. გამოთქმულია შეშფოთება მედიის თავისუფლებისა და ლგბტ პირების მიმართ უფლებების შეზღუდვასა და წამების ფაქტებზე. “ჰუმან რაითს ვოჩის” მოხსენებაში საუბარია 2008 წლის ომზე და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დაკვეთით ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდდეგ ჩადენილ დანაშაულზე დაწყებულ გამოძიებაზე. ასევე მოყვანილია საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში ჩატარების შესახებ, თუმცა ისიც წერია, რომ ადგილობრივი დამკვირვებლების ჯგუფებმა მიუთითეს ხმების მოსყიდვის, პოლიტიკური დაშინების და არაუფლებამოსილი პირების მიერ აგიტაციის რამდენიმე შემთხვევაზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი