ჩიბუხები, საბრძოლო ტყვიები, ყავის ჭიქის ფრაგმენტები- პეტრას ციხეზე ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს. გათხრებისას აღმოჩენილი ნიმუშების ნაწილი ბიზანტიურს, ნაწილი კი ოსმალურ ხანას მიეკუთვნება. ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ პეტრას ციხეზე ახალ აღმოჩენებს ადევნონ თვალი.გათხრებს არქეოლოგი გიორგი თავამაიშვილი ხელმძვანელობს. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო.