ქაშუეთის ეკლესიაში უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ბერდია ჯოხაძე ხერსონის ოლქში შეტაკების დროს დაშავდა მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
მებრძოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის 12 აგვისტოს დაიღუპა.
ბერდია ჯოხაძეს კვირას წავკისში სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.