ომი უკრაინაში - დღე 177-ე

19 აგვისტო 2022, 14:09 538 ნახვა

უკრაინაში ომის 177-ე დღეა, უკვე რამდენიმე დღეა ინტენსიურად იბომბება ხარკოვი. ქალაქის მერის ინფორმაციით, რუსებმა 3 რაიონი დაბომბეს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, დაშავდა 1 ადამიანი. გრძელდება იერიში სუმის ოლქზეც, დღევანდელი მონაცემებით ოლქის ტერიტორია 100-ჯერ დაიბომბა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, გრძელდება ბრძოლა დონბასში თითოეული კილომეტრისთვის, სადაც რუსული არმია პოზიციების განსამტკიცებლად დიდ რესურსს ხარჯავს.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ქალაქი ხარკოვი, რომელიც უკრაინაში სიდიდით მეორე ქალაქია, ომის დაწყებიდან რეგულარულად იბომბება, რის შედეგადაც ქალაქის დიდი ნაწილი განადგურებულია.

დაზვერვის ინფორმაციით, რეგულარული დარტყმების მიზანია, აიძულონ უკრაინა იბრძოლოს ამ ფრონტის შესანარჩუნებლად, შესაბამისად სხვაგან ძლიერი კონტრშეტევის წარმოება უკრაინულ მხარეს გაუჭირდება. ამ დროისთვის უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია ჩართული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი