ხარკოვში გლოვის დღეა

19 აგვისტო 2022, 10:19 464 ნახვა

მსოფლიო ლიდერების მოლაპარაკებების დროსაც კი, რუსული ძალა ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას. მიკოლაევის ოლქი „სმერჩის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან დაბომბეს.

დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დაშავდა 1 მოქალაქე. ქალაქ მიკოლაევში კი ოკუპანტებმა საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიიტანეს იერიში.

რუსული ძალების მიერი განხორციელებულ თავდასხმას დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ხარკოვის ოლქში , სალტოვკის საცხოვრებელ უბანზე განხორციელებულ იერიშს კი 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20-ზე მეტი  დაშავდა. ქალაქი რუსმა ოკუპანტებმა დღეს  დილით კიდევ ერთხელ დაბომბეს. დარტყმა ქალაქის სამ რაიონზე განხორციელდა.

რაკეტები ინფრასტრუქტურულ ობიექტსაც მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. დღეს ქალაქ ხარკოვში გლოვის დღეა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში