მედიის ცნობით, ერდოღანი ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზებას შესთავაზებს

18 აგვისტო 2022, 14:27 714 ნახვა

გაერო-ს გენერალური მდივანი   და თურქეთის პრეზიდენტი   უკრაინაში ჩავიდნენ. სამმხრივი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკითან ერთად შედგება.

მედიის ცნობით, ერდოღანი ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზებას შესთავაზებს,  რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია A Haber-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ამასთან, CNN Turk-ის ცნობით, სავარაუდოდ პუტინმა 5 აგვისტოს ერდოღანთან მოლაპარაკებებისას მიანიშნა, რომ მას ზელენსკისთან შეხვედრა შეეძლო.  

პუტინსა და ზელენსკის შორის შესაძლოა  შეხვედრა უკრაინის საკითხზე „საგზაო რუკის“ განსასაზღვრად გაიმართოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი