ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემა შეწყვიტა

18 აგვისტო 2022, 11:28 439 ნახვა

ესტონეთი დღეიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემას წყვეტს. ქვეყანაში შესვლა რუსეთის იმ მოქალაქეებსაც შეეხო, რომლებსაც ესტონეთის საკონსულოს მიერ გაცემული შენგენის მოქმედი ვიზა აქვთ.

„როიტერის“ ცნობით, ასეთი რუსეთის 50 ათასამდე მოქალაქეა. გადაწყვეტილება ვიზების გაცემის შეწყვეტაზე ესტონეთის ხელისუფლებამ 1 კვირის წინ მიიღო.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს  განცხადებით, მთავრობა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ესტონეთ-რუსეთის საზღვრის მთლიანად დახურვას განიხილავს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შეზღუდვა ჰუმანიტარული და ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებული მიზნებით გაცემულ ვიზებზე არ გავრცელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში