ტურნირი ქუჩის კალათბურთში

17 აგვისტო 2022, 14:26 698 ნახვა

ქუჩის კალათბურთში ბათუმის ღია პირველობა დასრულდა. შეჯიბრებაში 8 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებული გუნდი „ნოშპა“ გახდა, რომელმაც ფინალში „ბასკო 2019“ დაამარცხა.

მესამე ადგილზე გუნდი „ყოჩაღები“ გავიდა. გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და ფასიანი ვაუჩერებით დააჯილდოვეს.

შეჯიბრება ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით, პროექტ ბათუმი სპორტის ქალაქის ფარგლებში გაიმართა.

აგვისტოში ბათუმში ტურნირები ასევე ქვიშის რაგბიში, ქვიშის ფრენბურთსა და ქვიშის ფეხბურთში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში