ეკოტურისტული სამუშაოები მტირალას ეროვნულ პარკში. მომავალ წელს დასრულდება მტირალას ეროვნული პარკისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკების ქსელის, ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მოწყობის სამუშაოები.
პროცესს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნენ.