დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

17 აგვისტო 2022, 11:47 863 ნახვა

დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის - არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ.

25 ორგანიზაციის წარმომადგენელი ითხოვს დაუყოვნებლივ დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და გადაიხედოს ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე შემოსულ პირთა სამართლებრივი სტატუსი.  

მიგვაჩნია, რომ საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომა - საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დაცვის საბაბით, უცხო ქვეყანაში ინტერვენციასთან დაკავშირებით - საკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი