პარიზიდან ბათუმში -  ფრანგი ბაიკერები ევროტურის ფარგლებში აჭარაში იმყოფებოდნენ

16 აგვისტო 2022, 11:29 1652 ნახვა

პარიზიდან ბათუმში -  ფრანგი ბაიკერები ევროტურის ფარგლებში აჭარაში იმყოფებოდნენ. 31-მა ბაიკერმა ევროტური პარიზიდან დაიწყო.

მათი მიზანი ევროპის ქვეყნების მონახულება და ტრადიციების გაცნობაა. მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია საქართველოა.

მარშრუტში ევროპის 14 ქვეყანა და შუა აზიის ქვეყნების მონახულება იყო, თუმცა ბაიკ-ექსპედიციის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე აზიაში მოგზაურობისგან თავს იკავებენ. 

ფრანგ ბაიკერთა ევროტურის მონაწილეთა საშუალო ასაკი 60 წელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი