21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს აღმკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

15 აგვისტო 2022, 15:05 878 ნახვა

21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს აღმკვეთის ღონისძიების სახედ  პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13 აგვისტოს ქობულეთში მომხდარ  ინცინდენტზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა  სრულად გაიზიარა  პროკურატურის პოზიცია. 

სხდომას ესწრებოდა  თავად  განზრახ მკვლელობაში  ბრალდებული, გორში მუნიციპალიტეტში  30 წლის კაცი. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რომელიც პროკურატურის წინასწარი ინფორმაციით მობილური ტელეფონის დაკარგვის ფაქტს უკავშირდებოდა. ინცინდენტი ქობულეთში ერთ -ერთ კაფეში დაიწყო და მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპიროზე გაგრძელდა.

დაცვის მხარის მტკიცებით,  ბრალდებული აუცილებელი მოგერიების პირობებში იყო და არ ჰქონდა მკვლელობის განზრახვა. საქმეში ფიგურირებს დანაშაულის იარაღი,  დანა, რომლისგანაც მიყენებული ჭრილობების გამო რეზო ლომსაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 4 ოქტომბერს 12 საათზე ჩაინიშნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი