აქციების მონაწილეების სასამართლო პროცესი

12 მარტი 2025, 11:50 117 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 31 იანვარს პრო-ევროპულ აქციაზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების სასამართლო სხდომები. სასამართლო მათ ნაწილზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. მხარეები ამ წუთებში საქმეში წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ.

ადვოკატები სხდომაზე აღნიშნავენ, რომ აქციის მონაწილეებს მემედ აბაშიძისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაში ზებრა გადასასვლელი არ ჩაუხერგავთ და ისინი ზებრა გადასასვლელეზე მოძრაობის უფლებით სარგებლობდნენ.

ოქმის შემდგენი მხარე კი ცდილობს სასამართლო დაარწმუნოს, რომ აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი, მიზანმიმართულად ჩახერგეს გზის სავალი ნაწილი და შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში