სასამართლომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ეხება.
გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. მას 300 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ორივე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.
ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდნენ.