ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული მოქალაქეები კლინიკებში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალა განახლებადია.