ნიკოლოზ ტოტოღაშვილის, ნათია ჯაგოდნიშვილის და ბესო ხვედელიძის უახლესი წიგნების პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში.
თანამედროვე ნაწარმოებების ავტორებთან პირისპირ შეხვედრის საშუალება მიეცა მკითხველს, რომელთა დიდ ნაწილს ახალგამოცემული წიგნები უკვე წაკითხული ჰქონდა.
შეაფასეს მათთვის საინტერესო მწერლების ნამუშევრები. თავად ავტორები კი ამბობენ, რომ პრეზენტაცია მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან მკითხველების მხრიდან დიდი დაინტერესება იგრძნობოდა.