აჭარაში მყოფ უკრაინელ ბავშვებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

14 აგვისტო 2022, 18:08 672 ნახვა

აჭარაში მყოფ უკრაინელ ბავშვებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა. ომგამოვლილი მოზარდები  ილია დარჩიაშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ მოინახულეს.  

მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები აჭარას 21 ივლისს სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის მთავრობის ინიციატივით ეწვივნენ.

უწყებებმა ერთი თვის განმავლობაში  ბავშვების დასვენება და მათთვის გასართობ-შემეცნებითი პროგრამა უზრუნველყვეს.

პროექტში მონაწილეობდნენ უკრაინელი სამხედროების შვილები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპნენ ან ამჟამადაც იბრძვიან.

სტუმრები დღეს ბათუმში დელფინების შოუს დაესწრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი