ბათუმში ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან, ღია ცის ქვეშ დასასვენებელი სივრცე გაიხსნა

13 აგვისტო 2022, 10:28 1750 ნახვა

ბათუმში ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან, ღია ცის ქვეშ დასასვენებელი სივრცე გაიხსნა. სივრცით სარგებლობა ნებისმიერ პირს შეუძლია, როგორც მუზეუმის ვიზიტორებს, ისე ქალაქის სტუმრებს. ისინი ღია სივრცეში უფასოდ გაეცნობიან ადგილობრივ კულტურას, აჭარის რეგიონის ყოფა-ცხოვრებას.

წარმოდგენილია ეთნოგრაფიული ნიმუშები - აჭარული ტანისამოსი, ხელნაკეთობები, ჭაღებიც კი ისეთია, როგორსაც მაღალმთიან აჭარაში ქალები საკუთარი ხელით ქსოვდნენ და ამზადებდნენ.

აქვე სტუმრებს ქარგვის და ქსოვის მასტერკლასსაც შესთავაზებენ.

სამომავლოდ, სივრცე საგანმანათლებლო პროგრამებსაც დაეთმობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი