თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ - საგანგებო სიტუაციების სამსახური

12 აგვისტო 2022, 16:30 729 ნახვა

თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე განცხადებით, მაშველები ტურისტების გადასარჩენად მწვერვალისკენ მიემართებიან. ამასთან, მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება. დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ამ დროისთვის მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში