სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამით უკვე დასაქმებულია 20 ათასამდე ადამიანი

12 აგვისტო 2022, 14:18 230 ნახვა

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების  პროგრამით უკვე  დასაქმებულია 20 ათასამდე ადამიანი. მათ შორის  1000-მდე ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააგენტოებშია გაფორმებული.

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების  პროგრამა სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად და  ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

პროგრამის ბენეფიციარს ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი, გარანტირებულად შეუნარჩუნდება.

ერთ-ერთ საწარმოში სამუშაო პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში