მსოფლიო ჩემპიონატზე ტაეკვონდოში კადეტთა შორის ბათუმელმა ნიკა ღოღობერიძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

11 აგვისტო 2022, 17:21 1553 ნახვა

ბულგარეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტაეკვონდოში კადეტთა შორის ბათუმელმა ნიკა ღოღობერიძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ღოღობერიძე საქართველოს ტაეკვონდოს ისტორიაში პირველია, ვინც ასეთი რანგის ტურნირზე მედლის მოპოვება შეძლო.  ნიკა ღოღობერიძემ ცოტა ხნის წინ თურქეთის ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, მანამდე კი ბერლინის ღია პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. მანამდე საქართველოს ტაეკვონდოს ისტორიაში პირველი ევროპული მედალი ჩვენს ქვეყანას ასევე ბათუმელმა გუგა კუტუბიძემ მოუტანა. დღეს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს ნიკა ღოღობერიძეს ბათუმის სპორტის სასახლეში აჭარის სპორტის მესვეურებმა შეხვედრა მოუწყვეს და გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს. აქვე გეტყვით, რომ ოქტომბერსა და ნოემბერში ბათუმელი ტაეკვონდისტები ნიკა ღოღობერიძე და ზურაბ კინწურაშვილი თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი