ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხურავს

11 აგვისტო 2022, 17:10 220 ნახვა

ესტონეთი საზღვრებს დახურავს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ტალინის მიერ გაცემულ შენგენის ვიზებს ფლობენ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვა შეეხება რუსეთის იმ მოქალაქეებსაც, ვისაც ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზა აქვთ.

ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს, პირებს, რომლებიც ეწევიან საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებს, პირებს, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით ფლობენ თავისუფლად გადაადგილების უფლებას, მათ, ვისი ესტონეთში შესვლა აუცილებელია ჰუმანიტარული მოსაზრებებით, ასევე იმ პირთა ახლო ნათესავებს, ვისაც ესტონეთის მოქალაქეობა გააჩნია. 

გადაწყვეტილება ძალაში ერთ კვირაში შევა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში