გასული ერთი კვირის (31.07-07.08.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე პერიოდში, ქვეყანაში 11 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 67 482 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 16.82%.