აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და დაზარალებულებს 3000-3000 ლარს გადასცემს

08 აგვისტო 2022, 23:15 849 ნახვა

2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ შშმ სტატუსის მქონე მეომრებს 3000-3000 ლარს გადასცემს. 

 

თანხა ასევე გამოეყოფა 2012 წელს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. ჯამში 27 მეომრის ოჯახზე გაიცემა 81 000 ლარი. 

ამავე პროგრამის ფარგლებში, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწია დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 31 ბენეფიციარს. 

დახმარება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის – „2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის“ ფარგლებში გამოიყოფა. 

პროგრამის საერთო ბიუჯეტი განისაზღვრება 112 000 ლარით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი