საქართველო ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს იხსენებს. ოჯახის წევრები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები ყოველწლიურად მიდიან დაღუპულების საფლავებზე და პატივს მიაგებენ აგვისტოს ომის გმირებს.მიდიან სანთლებით, მემორიალებს ყვავილებით ამკობენ. საუბრობენ 14 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე და მსოფლიოს იმ დროინდელ რეაქციებზე.