14 წელი აგვისტოს ომიდან - დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ქობულეთში

08 აგვისტო 2022, 14:50 693 ნახვა

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს ქობულეთში. აგვისტოს ომს ცეცხლაურსა და ჯიხანჯურში მცხოვრები ამირან  შაინიძე, ვაჟა შაინიძე, გიორგი შაინიძე, ომარ ასლანიძე და  გიორგი ქათამაძე ემსხვერპლნენ. დღეს მათ გმირობაზე ოჯახები სიამაყით საუბრობენ.

2008 წელს ქობულეთიდან 11 მებრძოლი დაიღუპა. მუნიციპალიტეტიდან ჯამში ქვეყნის დასაცავად  445 ჯარისკაცი იბრძოდა.

საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირების ოჯახის წევრებთან ერთად  მოქალაქეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი