პრეზიდენტმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

07 აგვისტო 2022, 20:07 728 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით  შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტი ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა აღავლინა.პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში