პროფესორი, მეცენატი ავთანდილ ბარათაშვილი დაკრძალეს

06 აგვისტო 2022, 20:02 3123 ნახვა

67 წლის ასაკში ბსუ-ს საპატიო დოქტორი, მეცენატი და ქველმოქმედი, ავთანდილ ბარათაშვილი გარდაიცვალა. იგი წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმში, წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის ტაძარში გაიმართა. დღესვე საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

უკანასკნელ გზაზე ქველმოქმედი  ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და მეგობრებმა გააცილეს.  ავთანდილ ბარათაშვილის მხარდაჭერით საქართველოში არაერთი პროექტი განხორციელდა.

ბსუ-ში დაწესებულია მისი სახელობის სტიპენდია, რომელიც ყოველწლიურად 100-მდე სტუდენტს გადაეცემა. 2013 წელს მას საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭეს.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი