დაცული ტერიტორიების სააგენტომ, დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 50-მდე რეინჯერი დააჯილდოვა მადლობის სიგელითა და ფულადი პრემიით.
კომპენსაციები გადაეცათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, 21 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 400-ზე მეტი რეინჯერი იცავს.
რეინჯერთა მსოფლიო დღე 31 ივლისს აღინიშნება. საქართველომ წელს ეს დღე დაგვიანებით აღნიშნა გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო.