ჯაზ ფესტივალი ბათუმში

05 აგვისტო 2022, 19:45 432 ნახვა

რამდენიმე დღეში ბათუმი შავი ზღვის ჯაზფესტივალის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. 12, 13 და 14 აგვისტოს ზღვისპირა ქალაქში მსოფლიოში აღიარებული ბენდები და ჯაზ შემსრულებლები წარდგებიან მსმენელის წინაშე. სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის მოყვარულებისთვის დაუკრავენ ქართველი არტისტებიც. წლებია საქართველოში რამდენიმე ტიპის მაღალი დონის ფესტივალი იმართება, მათ შორისაა შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც მე-15-დ ჩატარდება. ორგანიზატორები მსმენელებს დაუვიწყარ საღამოებს სთავაზობენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში