უკრაინის პრეზიდენტის ყოველდღიური მიმართვა

03 აგვისტო 2022, 10:14 816 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში ელექტრონულ პეტიციას გამოეხმაურა, რომელიც ერთსქესიანთა ლეგალიზაციას ეხება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკითხის განსახილველად უკრაინის პრემიერ- მინისტრს მიმართა. 

პრეზიდენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პეტიციას 25 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. მისივე თქმით, თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიული საზოგადოების დონე მოქალაქეებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფით ისაზღვრება. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციით ქორწილი კაცსა და ქალს შორის თავისუფალ თანხმობას ეფუძნება და ომის, ან საგანგებო სიტუაციის დროს უკრაინის კონსტიტუციის შეცვლა არ შეიძლება.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ელენოვკაში განხორციელებულ ტერაქტზე ისაუბრა და განმარტა, რომ ეს რუსეთის ტერორისტ  სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში