ვიცე-პრემიერმა და აშშ-ს ელჩმა საქართველოში მონაწილეობა მიიღეს ავიაკომპანიის „კამექს ეარლანსის“ სერტიფიცირების დასრულებისადმი მიძღვნილ პრეზენტაციაში.
ავიაკომპანია უახლოეს მომავალში შეძლებს სატვირთო ავიაგადაზიდვების მსოფლიო ბაზარზე ოპერირების დაწყებას.
აღინიშნა, რომ ,,კამექს ეარლაინსი“ ბაზარზე უახლოეს მომავალში 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი.
პირველი კომერციული ფრენის შესრულება უკვე აგვისტოს მეორე ნახევარშია დაგეგმილი.