სოფელ ერგეში მცხოვრებლების საჭიროებები

01 აგვისტო 2022, 14:35 1117 ნახვა

სოფელ ერგეს მოსახლეობა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. ადგილობრივების ინფორმაციით,  2014 წელს სოფელში ახალი წყალსადენი გაიყვანეს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ წყლის მიწოდება კვლავ პრობლემად დარჩა.

ერგელების თქმით, სოფელში შეჩერებულია  გაზიფიკაციის პროცესიც.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ წყალსადენის მშენებლობისთვის ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან  თანხები უშედეგოდ დაიხარჯა, რის გამოც  ისინი კომპანიისა და ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებენ.

ხელვაჩაურის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი