ოდესის პორტი, ომის დაწყების შემდეგ, მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ოლექსანდრ კურბაკოვის განცხადებით, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი "RAZONI" 1 აგვისტოს ზღვაში გავიდა და ლიბანისკენ მიემართება.
სტამბოლში გახსნილი მარცვლეულის ექსპორტის კონტროლის ცენტრის თანახმად, ხომალდი 26 000 ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდითაა დატვირთული.
სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინამ, თურქეთმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ხელი მოაწერეს ინიციატივას უკრაინის პორტებიდან - „ოდესა“, „ჩერნომორსკი“ და „პივდენე“ (ე.წ. სამხრეთის პორტი) მარცვლეულისა და საკვების უსაფრთხო ტრანსპორტირების შესახებ.
მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ექსპორტი განხორციელდება უკრაინის სამი პორტიდან - ოდესიდან, ჩორნომორსკიდან და იუჟნიდან.