მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამაშველო სამძებრო სამუშაოები.
ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრი, რომელიც აცხადებს, რომ პარაპლანებით ფრენა დიდი პრობლემაა და თითქმის კვირა არ გადის ისე, რომ სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა არ გახდეს საჭირო.
გომელაურის თქმით, ამ დღეების განმავლობაში, პარაპლანების ფრენა შეჩერდება.