მზე სოფელში ანათებს - ფესტივალი

28 ივლისი 2022, 19:21 1579 ნახვა

„მზე სოფელში ანათებს", ქობულეთის სოფელ კვირიკეში სახალხო ფესტივალი იმართება. მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, საბავშვო ატრაქციები, თოჯინების თეატრის წარმოდგენა და ფოტო გამოფენები.  ასევე სოფლის ცენტრში, ადგილობრივი მეწარმეების, სასტუმროების, კვების ობიექტების ნაწარმის გამოფენა- გაყიდვები. მოწვეული იყვნენ მუსიკალური ჯგუფი "რერო" და "გორდელა". სტუმრებს ქობულეთის ავტოსადგურიდან უფასოდ მოემსახურა მუნიციპალური ტრანსპორტი. ფესტივალის მიზანი ქობულეთის სოფლების პოპულარიზაცია და ტურისტული პოტენციალის ჩვენება იყო, რისთვისაც ქობულეთის მერიამ 25-ათასი ლარია გამოყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში