გერმანია-ჩეხეთის საზღვარზე ხანძრის გამო შესაძლოა პოპულარული ეროვნული პარკი განადგურდეს. ხანძარი, რომელიც გასულ შაბათ-კვირას გაჩნდა, კონტროლს ექვემდებარებოდა, თუმცა დღეს ისევ გავრცელდა“, - წერს ადგილობრივი მედია. საზღვრის ორივე მხარეს ასობით მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, ადგილზე 8 სახანძრო ვერტმფრენი მუშაობს. ხანძარი რთულად მისადგომ მთიან რაიონშია, რაც ხანძართან ბრძოლას ართულებს. ადგილობრივი ხელისუფლება ტურისტებს მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.