განახლებული ფასდაკლების ბარათი ტურისტებისთვის

28 ივლისი 2022, 11:04 1091 ნახვა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი, საბაგირო გზა, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი და სხვა - აჭარაში მყოფ ტურისტებს ამ და კიდევ რამდენიმე ტურისტულ ობიექტზე 40 პროცენტამდე ფასდაკლებას სთავაზობენ. 

სპეციალურად მათთვის ბარათი „Batumi Discount Card” -ი შეიქმნა, რომელიც ერთიანი ფასდაკლებების ვაუჩერია და  მას ყოველწლიურად  ახალი ტურისტული ობიექტები ემატება.  ბარათი ასევე შეიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 მგზავრობას, უფასო სიმბარათს 1 GB ინტერნეტით ანგარიშზე, ბათუმის ტურისტულ რუკებსა და გზამკვლევებს.

Batumi Discount Card-ის შექმნის მიზანი ტურისტებისთვის აჭარაში მოგზაურობის გამარტივება და წახალიხებაა, რათა რეგიონში დასვენებისას რაც შეიძლება მეტ  ტურისტულ ადგილს გაეცნონ. 

ბარათის გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებპორტალზე https://visitajara.com/ka/discounts. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი